სკოლის ხედვა

ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების ბაზაზე ინოვაციურად მოდიფიცირებული სასწავლო პროგრამის საშუალებით სკოლა აღზრდის საერთაშორისოდ მოაზროვნე,ღირსეულ მოქალაქეებს და თითოეულ მოსწავლეში განავითარებს ახალი ათასწლეულის უნარებს, რათა ხელი შეეწყოს მათ მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრირებას და წარმატებით დამკვიდრებას.

 

ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები

სწორედ სასკოლო ასაკიდან უნდა შეისწავლოს და გააცნობიეროს ადამიანმა, თუ რა არის მისი ქვეყნის ფუმდამენტური ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები,რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შედეგად ერგო. ეს ღირებულებებია: პატრიოტიზმი/საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიყვარული; სტუმართმოყვარეობა/სტუმარმასპინძლობა; ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა, დაცვა და მათი შენარჩუნება; შემწყნარებლობა, კომუნიკაბელურობა/მეგობრობა და ადამიანთა გვერდში დგომა, როგორც ჭირში ასევე ლხინში და სხვა.

ჩვენი ეროვნული ღირებულებების შეცნობა და გათავისება მოსწავლეს უფრო კარგად ამზადებს, იმისათვის, რომ გაანალიზოს საერთაშორისო ცნობიერების ასპექტები და შეძლოს თავის დამკვიდრება საერთაშორისო საზოგადროებაში, რათა ასახელოს და წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა.

 

საერთაშორისო ცნობიერება

საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ მსოფლიოში არსებობს ეროვნული, კულტურული, რელიგიური და ადამიანური მრავალფეროვნება, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს პოზიტიური და ნაყოფიერი ცხოვრებით, განურჩევლად იმ ფაქტისა ეს სხვაობები ეწინააღმდეგება თუ არა მის  შეხედულებებსა და გამოცდილებას. მისი ძლიერი მორალური და ეთიკური ღირებულებები ხელს უწყობს სხვათა მიმართ პატივისცემის, შემწყნარებლობისა და დაფასების გამოვლენას.

საერთაშორისო ცნობიერება გულისხმობს მსოფლიოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფუნქციონირების მიმართულებების და მექანიზმების ცოდნას და გაანალიზებას, მოლაპარაკებისა და ურთიერთანამშრომლობის, გუნდური მეთოდებით პრობლემის გადაჭრის, კომპლექსურად და სისტემურად აზროვნების  უნარების განვითარებას, პრობლემის სხვადასხვა ჭრილში დანახვას და გააზრებას.

საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანი არის მზრუნველი და კეთილგონიერი, მოქმედებს ეთიკურად, მზად არის გაიღოს მსხვერპლი საერთო კეთილდღეობისათვის და სურს წვლილი შეიტანოს მსოფლიოს განვითარებაში.

 

ახალი ათასწლეულის უნარები

ახალი ათასწლეულის თაობა აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი უნარებით:

  • სოციალური, ფინანსური, ეკონომიკური, ბიზნეს და სამეწარმეო ცნობიერება

ახალი თაობის ბავშვებმა უნდა იცოდნენ როგორ გააკეთონ შესაბამისი ეკონომიკური არჩევანი, გააცნობიერონ ეკონომიკის როლი საზოგადოებაში. გამოიყენონ სამეწარმეო უნარები, რათა გაზარდონ სამუშაოს პროდუქტიულობა და კარიერული ალტერნატივები.

  • სამოქალაქო განათლება

მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო ცხოვრებაში. სამთავრობო პროცესების გაცნობიერების და ცოდნის მეშვეობით. შეისწავლონ მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, როგორც ადგილობრივ, ისე საეთაშორისო დონეზე.

  • სწავლის და ინოვაციის უნარები, კრეატიულობა და ინოვაცია

ახალი ათასწლეულის საგანმანათლებლო მიდგომები დიდ ყურადღებას აქცევს კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. ახალი თაობის ბავშვებს უნდა შეეძლოთ:  კრეატიულად ფიქრი; შექმნან ახალი და ღირებული იდეები, გაანალიზონ, დახვეწონ, შეაფასონ ისინი,  რათა გააძლიერონ და გაზარდონ სამიზნე შედეგები; გუნდური მუშაობისას განიხილონ და განავითარონ ერთმანეთის იდეები: გააკეთონ სწორი არჩევანი და დანერგონ საუკეთესო;  განიხილონ მარცხი, როგორც ახლის სწავლის შესაძლებლობა; გააცნობიერონ, რომ კრეატიულობა და ინოვაცია ხანგრძლივი პროცესია, რომელიც  პერიოდულ მარცხსა და წარმატებას ეფუძნება.

  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარები

ახალი ათასწლეულის მოზარდებს უნდა შეეძლოთ კრიტიკული აზროვნება არსებული სიტუაციის  შესაბამისი მეთოდების - იქნება ეს ინდუქციური, დედუქციური თუ სხვათა გამოყენებით.  ჰქონდეთ სისტემური აზროვნების უნარი,  განსაჯონ და მიიღონ გადაწყვეტილებები. ეფექტურად გააანალიზონ და შეაფასონ მოცემულობა, არგუმენტები და მტკიცებულებები. შეძლონ არსებული ინფორმაციის სინთეზი და გადაჭრან როგორც ნაცნობი, ასევე მათთვის უცნობი გარემოს პრობლემები.

  • კომუნიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა

ახალი ათასწლეულის ბავშვებს უნდა შეეძლოთ კომუნიკაცია როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე, შეეძლოთ იდეების  ეფექტურად შერწყმა როგორც ზეპირი, და წერითი ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ციფრული და მულტიმედიური ტექნოლოგიების საშუალებით  მიიღონ, გაცვალონ და გამოიყენონ  ინფორმაცია. გამოავლინონ გუნდური მუშაობის ეფექტური უნარ-ჩვევები. გააცნობიერონ საერთო პასუხისმგებლობა და შეაფასონ ინდივიდუალური კონტრიბუციის მნიშვნელობა.

  • საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარები

ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წერა-კითხვა. ერთიან გლობალურ სივრცეში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, მოიძიონ, შეაფასონ, დაახარისხონ და გამოიყენონ უსაზღვრო ინფორმაცია. გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები კვლევისა და სწავლისათვის.

  • ცხოვრებისეული უნარები

თანამედროვე ცხოვრებისეული და სამუშაო გარემო გაცილებით მეტი აზროვნების, ცოდნის და ადაპტაციის უნარებს მოითხოვს. მოსწავლეებმა სკოლაშივე უნდა გამოიმუშავონ სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაციის და სირთულეებთან გამკლავების უნარები

  • ინიციატივა და მიზანდასახულობა

მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ მართებული სოციალური ღირებულებები,  შეეძლოთ სწორი მიზნების დასახვა, და ამ მიზნების განსახორციელებლად გადადგმული ნაბიჯების მართვა. თითოეულ ბავშვში უნდა განვითარდეს ლიდერის  თვისებები, იყვნენ მიზანდასახულები და ორგანიზებულები. 

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe