დირექტორის მიმართვა

skolis-direqtoriმოგესალმებით ძვირფასო მშობლებო,

მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით.

სკოლაში ჩემმა პედაგოგიურმა და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 25 წლიანმა გამოცდილებამ მომცა იმის უფლება კარგად გამეაზრებინა, თუ რა სჭირდება ჩვენ აღსაზრდელებს იმისათვის, რომ ჰქონდეთ მაღალი მოტივაცია ისწავლონ კარგად, ამასთანავე განვითარდნენ ზნეობრივად, მორალურად და ფიზიკურად.

დღეს, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების დინამიურ ფერხულში, ახალგაზრდა მშობელს ნაკლები დრო რჩება შვილების სწავლაში ჩართულობისათვის, ამიტომ ის ცდილობს მოძებნოს სკოლა, სადაც მისი შვილი აღმოჩნდება მზრუნველ და კომფორტულ გარემოში, მიიღებს საუკეთესო ხარისხის განათლებას, დაკავდება სპორტით და ხელოვნებით და მოემზადება საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისათვის.

ჩვენ შეგვიძლია ურთიერთთანამშრომლობით გავულამაზოთ ცხოვრება მომავალ თაობას. აღვზარდოთ ისინი თავისუფალ, მოაზროვნე ადამიანებად, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საწინდარია.

დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, რომ თქვენი მოლოდინები გამართლდება.

 

პატივისცემით,

სკოლის დირექტორი
მანანა გიორგაძე

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe