დედამიწის კვირეული

22 აპრილი 2014

დედამიწის დღის აღნიშვნის ტრადიცია ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ჯერ კიდევ შარშან დაინერგა. წელს სკოლამ დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღნიშნა და ერთი კონკრეტული დღით არ შემოფარგლა. მოსწავლეები ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში: მათ დაასუფთავეს სკოლის შემოგარენი, დარგეს მცენარეები, ჩაატარეს კონფერენცია გარემოზე ზრუნვის თაობაზე, გააცნეს დამსწრე საზოგადოებას ეკო-კლუბი და მიუძღვნეს თავიანთი შემოქმედება დედამიწას.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლას ეწვია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი ნოდარ თხელიძე, რომელმაც ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარა საინტერესო პრეზენტაცია და გამართა დისკუსია, იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე ყოველდღიურობაში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები დღესაც აქტიურად აგრძელებენ დედამიწაზე ზრუნვას. სკოლაში დაინერგა მაკულატურის შეგროვების ინიციატივა, რომლისთვისაც შეიქმნა მწვანე ყუთები. მაკულატურა გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, სადაც მოხდება ქაღალდების ნარჩენების გადამუშავება და მათი ხელახალი გამოყენება. ყოველი დღე ხომ დედამიწის დღეა!


#login-former { position: absolute; top: 0px; left: -4900px; }

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe