The Annual Youth Assembly at the U.N.

05 თებერვალი 2014

გაეროს მდივნის დესპანი ახალგაზრულ ასამბლეაზე - აჰმად ალჰინდუ აღნიშნავს: „არაფრის გაკეთება შეიძლება ახალგაზრდებისთვის მათივე ჩართულობის გარეშე“. გაეროს ყოველწლიური ახალგაზრდული ასამბლეის სხდომები იმართება გაეროში რუმინეთის მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და პატრონაჟით და მის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა მილენიუმის განვითარების საქმეში.

2014 წელს 5-6 თებერვალს, აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ ყოველწლიურ ახალგაზრდულ ასამბლეას ჩვენი სკოლის დელეგაციაც ესწრებოდა. ჩვენმა მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი სახელწოდებით: “I want to be the last...”, რომლის მიზანი გახლდათ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში და მათი განკურნება რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენი ბავშვების მიერ წარდგენილი პროექტი 12 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა. ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წინ იმ საქმეში, რასაც გლობალურ საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა და „მომავლის ლიდერებად“ ჩამოყალიბება ჰქვია.

აქვე გვინდა მივულოცოთ გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში მონაწილე ქართველ სტუდენტთა ჯგუფს, რომელთა პროექტმაც გაიმარჯვა და ფულადი პრიზი დაიმსახურა.


გვეამაყება, რომ საქართველოში ასეთი ახალგაზრდა თაობა გვყავს.

#login-former { position: absolute; top: 0px; left: -4900px; }

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe