წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული

19 დეკემბერი 2013

ნიკოლოზობის დღესასწაული ჩვენს სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. I – IV კლასის მოსწავლეებმა მოუსმინეს ბატონ ლევან ბუკიას (რელიგიის ისტორიის მასწავლებელი) პრეზენტაციას წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ, შემდეგ ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, პატარებმა ითამაშეს თამაში „შოკოლადის ტომარა“ - თამაშმა კარგად დაანახა მათ თუ რა მნიშვნელოვანია გაუნაწილო სხვებს ის რაც უკვე შენ გეკუთვნის.

V-VIII კლასის მოსწავლეებმა თავად მოამზადეს პრეზენტაციები წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაზე და აუდიტორიას ბევრი საინტერესო ისტორია შემოგვთავაზეს. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავისით მოიძიეს მასალა და გაიგეს მეტი იმ წმინდაზე, რომლის სახელობის სკოლაშიც სწავლობენ.

უფროსი კლასის მოსწავლეები მცხეთის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ, სადაც სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ, შემდეგ მოინახულეს მამა გაბრიელის საფლავი, სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი. დღის ბოლოს კი თბილ და სასიამოვნო გარემოში სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა.

 

#login-former { position: absolute; top: 0px; left: -4900px; }

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe