შეხვედრა ნინო ჩაკვეტაძესთან

23 აპრილი 2014

23 აპრილს ჰუმანიტარულმა კლუბმა, ნინო ქანთარიას ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყო. ამჯერად სკოლას მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე ეწვია, რომელსაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მიუძღვნეს. ბავშვებმა წარმოადგინეს თორმეტი მინიატურა, რომელიც მხატვრის სხვადასხვა ნამუშევრის მიხედვით შექმნეს. კლუბის სხვა წევრებმა კი მინიატურებზე დაფუძნებით ნახატების საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს.

ქ-ნი ნინოს ვიზიტი ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში, ემოციურად საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ბავშვების შემოქმედებამ ცრემლებიც კი გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დაუსვეს შეკითხვები ქ-ნ ნინოს მისი შემოქმედების შესახებ. მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების საფუძველზე სკოლამ შექმნა კალენდარი, რომლითაც სიმბოლურად დაჯილდოვდნენ კლუბის წევრები. სამახსოვრო კალენდარი საჩუქრად ჩვენ სტუმარსაც გადაეცა, რომელიც მოცემული პროექტის შთაგონების მთავარი წყაროა!


#login-former { position: absolute; top: 0px; left: -4900px; }

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe