ნახატების კონკურსი "გზა ევროპისკენ"

09 მაისი 2014

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ნახატების კონკურში სამი გამარკვებული გამოვლინდა, რომელთაგან ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის IX კლასის მოსწავლემ, მარიამ ხარებავამ, მე-3 ადგილი დაიკავა.

საკონკურსო კომისიამ ნახატების კონკურსში 6 საპრიზო ადგილი გამოავლინა. ასევე, შეირჩა 17 ნამუშევარი, რომელთა ავტორებსაც წამახალისებელი სიგელები გადაეცათ. ხოლო I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. შესაბამისად, გადაეცათ: 250, 150 და 100 ლარიანი საჩუქარი. საპრიზო ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის, მინისტრის მოადგილის ლია გიგაურისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის ოლივერ რაისნერის მიერ. ასევე გამარჯვებულებს მიულოცეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. კონცეფციიდან გამომდინარე მარიამის ნახატმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებებს!


#login-former { position: absolute; top: 0px; left: -4900px; }

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe