ჭადრაკის შიდა ჩემპიონატი

17 დეკემბერი 2013

ჭადრაკი სპორტის ისეთი სახეობაა, რომელიც ემსახურება ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარჩვევების განმტკიცებასა და განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. სწორედ ამიტომ 2013 წლის 17 დეკემბერს ჩვენს სკოლაში საჭადრაკო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ მოსწავლეები მე-2-დან მე-9 კლასის ჩათვლით.

აღიარებულია, რომ ჭადრაკის თამაში არაა დაკავშირებული არც ასაკობრივ ზღვართან და არც სქესთან. აღნიშნული დაამტკიცეს ჩვენმა მონაწილეებმა, როდესაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მაღალკლასელებს და მე-4 კლასელმა საპრიზო ადგილიც დაიკავა. მისასალმებელია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები დიდ ინტერესს გამოხატავენ „ბრძენთა“ თამაშის მიმართ. ვულოცავთ გამარჯვებულებს: ვაჟებს შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს - I ადგილი - დავით კოდუა(IX კლასი) II ადგილი - საბა ოზაშვილი(VIII კლასი) III ადგილი - ლევან ლომიძე(IX კლასი). გოგონებს შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს - I ადგილი მარიამ ბლიაძე(VII კლასი) II ადგილი ლიანა ლომიძე(VIII კლასი) III ადგილი - ანა მაისურაძე (IV კლასი).

ყველას ვუსურვებთ წარმატებას მომდევნო ჩემპიონატზე!


#login-former { position: absolute; top: 0px; left: -4900px; }

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe