წინასაახალწლო ღონისძიება

20 დეკემბერი 2013

ჩვენს სკოლაში პირველი სემესტრის წარმატებით დასრულება დასკვნითი საახალწლო კონცერტით აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სკოლის ცეკვისა და სიმღერის კლუბებში გაერთიანებულმა ყველა მოსწავლემ. ბავშვება მასწავლებლებთან ერთად ბევრი იშრომეს იმისათვის, რომ აუდიტორიის წინაშე ღირსეულად გამოსულიყვნენ. II კლასმა შემოგვთავაზა სპექტაკლი „ჩხიკვთა ქორწილი“. ქართული ცეკვის კლუბმა გვაჩვენა ულამაზესი ცეკვა „სამაია“ და მხიარული „რაჭული“. ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები სხვადასხვა ენაზე და სკოლის სააქტო დარბაზში ნამდვილი წინასაახალწლო განწყობა შემოიტანეს.

ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!


#login-former { position: absolute; top: 0px; left: -4900px; }

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe