სიახლეები

სკოლამდელი განათლების ცენტრი

09 აგვისტო 2014

წმინდა ნიკოლოზის სახელობის  სკოლამდელი განათლების პროგრამის პრიორიტეტია მოსწავლის სკოლისთვის მზაობის უზრუნველყოფა, სოციალურ-ემოციური, შემოქმედებითი, შემეცნებითი და ფიზიკური განვითარება.

პროგრამა ითვალისწინებს ქართულის, ინგლისურის, მათემატიკისა და ასაკისთვის ადაპტირებული მეცნიერების  (ბუნების, გეოგრაფიისა და ისტორიის ელემენტებით) შესწავლას.

დაწვრილებით...
 

ქართული მითები, სამზარეულო და სამოსი

14 მაისი 2014

წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს პროექტი - „ქართული მითები, სამზარეულო და სამოსი“. ბავშვებმა მოიძიეს მასალები, გააკეთეს ინდივიდუალური პრეზენტაციები.

დაწვრილებით...
 

ნახატების კონკურსი "გზა ევროპისკენ"

09 მაისი 2014

ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ნახატების კონკურში სამი გამარკვებული გამოვლინდა, რომელთაგან ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის IX კლასის მოსწავლემ, მარიამ ხარებავამ, მე-3 ადგილი დაიკავა.

დაწვრილებით...
 

შეხვედრა ნინო ჩაკვეტაძესთან

23 აპრილი 2014

23 აპრილს ჰუმანიტარულმა კლუბმა, ნინო ქანთარიას ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყო. ამჯერად სკოლას მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე ეწვია, რომელსაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება მიუძღვნეს.

დაწვრილებით...
 

დედამიწის კვირეული

22 აპრილი 2014

დედამიწის დღის აღნიშვნის ტრადიცია ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ჯერ კიდევ შარშან დაინერგა. წელს სკოლამ დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღნიშნა და ერთი კონკრეტული დღით არ შემოფარგლა.

დაწვრილებით...
 

The Annual Youth Assembly at the U.N.

05 თებერვალი 2014

გაეროს მდივნის დესპანი ახალგაზრულ ასამბლეაზე - აჰმად ალჰინდუ აღნიშნავს: „არაფრის გაკეთება შეიძლება ახალგაზრდებისთვის მათივე ჩართულობის გარეშე“. გაეროს ყოველწლიური ახალგაზრდული ასამბლეის სხდომები იმართება გაეროში რუმინეთის მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებითა და პატრონაჟით და მის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა მილენიუმის განვითარების საქმეში.

დაწვრილებით...
 

წინასაახალწლო ღონისძიება

20 დეკემბერი 2013

ჩვენს სკოლაში პირველი სემესტრის წარმატებით დასრულება დასკვნითი საახალწლო კონცერტით აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სკოლის ცეკვისა და სიმღერის კლუბებში გაერთიანებულმა ყველა მოსწავლემ.

დაწვრილებით...
 

წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული

19 დეკემბერი 2013

ნიკოლოზობის დღესასწაული ჩვენს სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა. I – IV კლასის მოსწავლეებმა მოუსმინეს ბატონ ლევან ბუკიას (რელიგიის ისტორიის მასწავლებელი) პრეზენტაციას წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების შესახებ, შემდეგ ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები, პატარებმა ითამაშეს თამაში „შოკოლადის ტომარა“ - თამაშმა კარგად დაანახა მათ თუ რა მნიშვნელოვანია გაუნაწილო სხვებს ის რაც უკვე შენ გეკუთვნის.

დაწვრილებით...
 

ლია ლიქოკელის საღამო

18 დეკემბერი 2013

18 დეკემბერს ჩვენი სკოლის ჰუმანიტარულ კლუბს ახალგაზრდა პოეტი - ლია ლიქოკელი ეწვია. საღამო სალონურ სტილში გაიმართა, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები სტუმრის შემოქმედებიდან, წარმოგვიდგინეს საკუთარი ნამუშევრები.

დაწვრილებით...
 

ჭადრაკის შიდა ჩემპიონატი

17 დეკემბერი 2013

ჭადრაკი სპორტის ისეთი სახეობაა, რომელიც ემსახურება ახალგაზრდებში ლოგიკური აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარჩვევების განმტკიცებასა და განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. სწორედ ამიტომ 2013 წლის 17 დეკემბერს ჩვენს სკოლაში საჭადრაკო ჩემპიონატი გაიმართა.

დაწვრილებით...
 

Страница 1 из 2

<< В начало < წინა 1 2 შემდეგი > В конец >>

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe