ინფრასტრუქტურა

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა თანამედროვე ბრიტანული არქიტექტურული სტილის შენობა-ნაგებობაა, რომელიც განლაგებულია ეკოლოგიურად სუფთა უბანში. სკოლის შენობას უკავია 3700 კვ.მ ფართობის ტერიტორია და მისი უაღრესად თანამედროვე ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებსა და მოთხოვნებს. 

სკოლაში ფუნქციონირებს:

  • სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი 2 საცურაო აუზი;
  • მრავალფუნქციური გარე სპორტული მოედანი;
  • შიდა სპორტული დარბაზი;
  • საექსპერიმენტო ხელსაწყოებითა და თვალსაჩინოებებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები;
  • მრავალენოვანი ბიბლიოთეკა;
  • საბავშვო თეატრი;
  • 21-ე საუკუნის კომპიუტერული კლასი;
  • კაფეტერია;
  • 30-35 კვ.მ ზომის ნათელი  და კომფორტული საკლასო ოთახები;
  • თითოეული მოსწავლისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები.

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe