სასწავლო პროცესი

სკოლის სასწავლო პროგრამა

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უნიკალური სასწავლო პროგრამა სრულად შეესაბამება სკოლის მისიას - იყოს სამაგალითო ქართული სკოლა, რომელიც ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული,  მრავალმხრივი, ინოვაციური და ახალი ათასწლეულის შესაბამის განათლებას მისცემს დღევანდელ ბავშვებს და აღზრდის მათ მომავლის ლიდერებად.

ეროვნულ სასწავლო პრორგამაზე, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით ინოვაციური სასწავლო პროგრამა, რომლის საშუალებითაც თითოეულ მოსწავლეში ვავითარებთ ახალი ათასწლეულის უნარებს და  აღვზრდით  საერთაშორისოდ მოაზროვნე, ღირსეულ მოქალაქეებს,  რაც ხელს უწყობს მათ საერთაშორისო სივრცეში თანასწორუფლებიან, სრულფასოვან და წარმატებულ დამკვიდრებას.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს სკოლაში გატარებული ყოველი წელი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას თითოეული მოსწავლის მრავალმხრივი და თანმიმდევრული განვითარებისათვის. 

 

GRAFA

 

ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები

სწორედ სასკოლო ასაკიდან უნდა შეისწავლოს და გააცნობიეროს ადამიანმა, თუ რა არის მისი ქვეყნის ფუმდამენტური ეროვნული ღირებულებები და ფასეულობები,რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შედეგად ერგო. ეს ღირებულებებია: პატრიოტიზმი/საკუთარი სამშობლოს და ხალხის სიყვარული; სტუმართმოყვარეობა/სტუმარმასპინძლობა; ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა, დაცვა და მათი შენარჩუნება; შემწყნარებლობა;  კომუნიკაბელურობა/მეგობრობა და ადამიანთა გვერდში დგომა, როგორც ჭირში ასევე ლხინში და სხვა.

ჩვენი ეროვნული ღირებულებების შეცნობა და გათავისება მოსწავლეს უფრო კარგად ამზადებს, იმისათვის, რომ გაანალიზოს საერთაშორისო ცნობიერების ასპექტები და შეძლოს თავის დამკვიდრება საერთაშორისო საზოგადროებაში, რათა ასახელოს და წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა.


საერთაშორისო ცნობიერება

საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანს გაცნობიერებული აქვს, რომ მსოფლიოში არსებობს ეროვნული, კულტურული, რელიგიური და ადამიანური მრავალფეროვნება, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს პოზიტიური და ნაყოფიერი ცხოვრებით, განურჩევლად იმ ფაქტისა ეს სხვაობები ეწინააღმდეგება თუ არა მის  შეხედულებებსა და გამოცდილებას. მისი ძლიერი მორალური და ეთიკური ღირებულებები ხელს უწყობს სხვათა მიმართ პატივისცემის, შემწყნარებლობისა და დაფასების გამოვლენას.

საერთაშორისო ცნობიერება გულისხმობს მსოფლიოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფუნქციონირების მიმართულებების და მექანიზმების ცოდნას და გაანალიზებას, მოლაპარაკებისა და ურთიერთანამშრომლობის, გუნდური მეთოდებით პრობლემის გადაჭრის, კომპლექსურად და სისტემურად აზროვნების  უნარების განვითარებას, პრობლემის სხვადასხვა ჭრილში დანახვას და გააზრებას.

საერთაშორისოდ მოაზროვნე ადამიანი არის მზრუნველი და კეთილგონიერი, მოქმედებს ეთიკურად, მზად არის გაიღოს მსხვერპლი საერთო კეთილდღეობისათვის და სურს წვლილი შეიტანოს მსოფლიოს განვითარებაში.

ერთიან გლობალურ სივრცეში ჩვენი მოსწავლეები საერთო პროექტების მეშვეობით აქტიურად თანამშრომლობენ მსოფლიო თანატოლებთან. კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის მათ,  პირველ ყოვლისა,  სჭირდებათ ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა. ჩვენთან დაწყებითი საფეხურიდან შეისწავლიან ინგლისურ ენას კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლესი პროგრამებით. თითოეული პროგრამა ინგლისური ენის შესწავლის გარდა  მრავალ ინტერდისციპლინარულ მიმართულებებს მოიცავს და ამავდროულად ადრეული ასაკიდანვე ავითარებს ახალი მილენიუმის აზროვნებასა და უნარებს.

 

კვლევისა და ინოვაციის უნარები

ახალი ათასწლეულის საგანმანათლებლო მიდგომები დიდ ყურადღებას აქცევს კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. ახალი თაობის ბავშვებს უნდა შეეძლოთ:  კრეატიულად ფიქრი; შექმნან ახალი და ღირებული იდეები, გაანალიზონ, დახვეწონ, შეაფასონ ისინი,  რათა გააძლიერონ და გაზარდონ სამიზნე შედეგები; გუნდური მუშაობისას განიხილონ და განავითარონ ერთმანეთის იდეები: გააკეთონ სწორი არჩევანი და დანერგონ საუკეთესო;  განიხილონ მარცხი, როგორც ახლის სწავლის შესაძლებლობა; გააცნობიერონ, რომ კრეატიულობა და ინოვაცია ხანგრძლივი პროცესია, რომლის საბოლოო შედეგი წარმატებაა.

სკოლაში ფუნქციონირებს ჰუმანიტარული, სამეცნიერო და ინგლისური ენის აკადემიური კლუბები.  აღნიშნული კლუბების მუშაობის ფორმატში მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას, აღიჭურვებიან კვლევის, შემეცნებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებით და ჩაერთვებიან საერთაშორისო სკოლებთან ერთად საერთო პროექტების შექმნაში.

 

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარები

ახალი ათასწლეულის განათლება დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სახელმძღვანელოზე ორიენტირებულ შესწავლას. თანამედროვე სამყაროში ზოგად განათლებაშიც კი უაღრესად დიდი როლი უჭირავს კვლევას, შემეცნებას, კრეატიულობასა და ინოვაციას. იმისათვის, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ  კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი, შეეძლოთ ინფორმაციის მოძიება, შეფასება, დახარისხება, გაანალიზება და შემდეგ კვლევისა და სწავლისათვის გამოყენება, აუცილებელია ინფორმაციის, მედია და კუმუნიკაციების ტექნოლოგიების უმაღლეს დონეზე ფლობა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განათლება უკვე აღარ არის მომავალი, ის დღევანდელობაა. ჩვენ პირველი კლასიდან კემბრიჯის უნივერსიტეტის აპრობირებული პროგრამებით შევასწავლით ICT ( Information and Communication Technology) - საინფორმაციო და კომუნიკაციების ტენოლოგიებს ინგლისურ ენაზე.

 

ცხოვრებისეული უნარები და კომპეტენციები

ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ მოსწავლეში ლიდერის თვისებების გამოვლენა-განვითარებაზე. აღნიშნულის მისაღწევად ბავშვის აკადემიური განვითარების გარდა აუცილებელია მისი პიროვნული განვითარება და ეროვნული თვითმყოფადობის გათვალისწინებით საერთაშორისო აზროვნების ჩამოყალიბება.

PSHE (Personal, Social, Health and Economic Education) - პიროვნული, სოციალური, ზოგადი სამედიცინო და ეკონომიკური განათლება მე-2 კლასიდან შეისწავლება ინგლისურ ენაზე.

ეს მრავალპროფილური საგანი  ასაკის შესაბამისი,  თანმიმდევრული პროგრამაა, რომელიც   სისტემურად უვითარებს მოზარდებს იმ უნარებს,  რომლებიც მათ სჭირდებათ მომავალში საკუთარი ცხოვრების სწორი მართვისა და წარმატებისათვის.

PSHE აცნობს ბავშვებს ცხოვრებისეულ რეალობას, რაც უშუალოდ უკავშირდება იმ ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას, რომლის ღირსეულ წევრებადაც უნდა ჩამოყალიბდნენ.  ის ასახავს რეალურ სოციალურ და ეკონომიკურ მოცემულობებს, რასაც შეიძლება წააწყდნენ ცხოვრებაში და ეხმარება პრობლემების კომპლექსურად, სხვადასხვა კუთხიდან დანახვაში, გაანალიზებაში, და პრობლემის გადაჭრის ხერხების ძიებაში. ასწავლის მათ რისკების მართვას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, გუნდური მუშაობის და პასუხისმგებლობის გაზიარების პრინციპებს, აძლევს სამოქალაქო განათლებას და ასაკის შესაბამისად უფართოვებს კრიტიკული აზროვნების სპექტრს, რაც საბოლოო ჯამში თითოეული ადამიანის პიროვნული წარმატების საწინდარია.

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe