სკოლის ერთობა

ჩვენს სკოლაში ჩამოყალიბებულია სკოლის ერთობა, რომელშიც სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგთა გუნდისა და მოსწავლეების გარდა  მშობლებსაც აქვთ  ჩართულობის შესაძლებლობა.

ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ გუნდური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და ერთსულოვანი მუშაობის შედეგად შევძლებთ  სკოლის მისიის განხორციელებას და ჩვენი ბავშვებისთვის საუკეთესო აწმყოსა და მომავლის შექმნას.

 

სკოლის ერთობის ხედვა:

  • ჩვენ ვეფუძნებით ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს და თითოეულ მოსწავლეში ვნერგავთ მათ ერთგულებას;
  • ჩვენ ვნერგავთ თანამედროვე მიდგომებს და ინოვაციებს  ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაყრდნობით;
  • ჩვენ ვახორციელებთ სკოლის მისიას ენთუზიაზმითა და ლოიალობით;
  • ჩვენ პატივს ვცემთ საკუთარ და სხვათა ღირსებას;
  • ჩვენ ვახორციელებთ მიზანს გუნდურად და ერთსულოვნად;
  • ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ჯანსაღი განსჯის საფუძველზე და ვმოქმედებთ შესაბამისად;
  • ჩვენ დადებითად აღვიქვამთ ნებისმიერ გამოწვევას.

British-Centre-logo-small

Cambridge-University-logo-small

Collins-education-logo-small

Churchill-House-Logo-small

pshe